აშშ-ს პრეზიდენტმა იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯა მელონი გააკრიტიკა.
იტალიური გამოცემა Corriere della Sera-ს ცნობით, ტრამპმა თქვა, რომ მელონის "არ ანაღვლებს" თუ ირანს ბირთვული იარაღი ექნება. მისივე თქმით, ცდებოდა, როცა იტალიის პრემიერი მამაცი ეგონა.
გამოცემასთან საუბრისას ტრამპმა დასვა კითხვა, „მოსწონთ თუ არა იტალიელებს ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი მელონი აშშ-ს არ უწევს არანაირ დახმარებას ჰორმუზის სრუტის საკითხში?“.
„ხალხს ეს მოსწონს? ვერ წარმომიდგენია. შოკირებული ვარ მისით. მეგონა, მას ჰქონდა სიმამაცე, თუმცა ვცდებოდი“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, მელონი „ფიქრობს, რომ ამერიკამ უნდა გააკეთოს საქმე მის ნაცვლად“.
შეგახსენებთ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი რომის პაპ ლეო XIV-ის შესახებ „მიუღებელი“ განცხადებების გამო.
„მე პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებს წმინდა მამასთან დაკავშირებით მიუღებლად მივიჩნევ. პაპი კათოლიკური ეკლესიის ლიდერია და სრულიად სწორი და ბუნებრივია, რომ ის მშვიდობისკენ მოუწოდებს და გმობს ომის ყველა ფორმას,“ - განაცხადა მელონიმ.
„მიუღებელი ის არის, რომ არ ადარდებს, ექნება თუ არა ირანს ბირთვული იარაღი - და მას რომ ჰქონდეს ასეთი შესაძლებლობა, ორ წუთში ააფეთქებდა იტალიას“, - აღნიშნა ტრამპმა.