ბელორუსში ტურისტული მოგზაურობით დაინტერესებულ პირებს მოგზაურობას აფხაზეთშიც სთავაზობენ. ინტერნეტ პორტალი tut.by მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ერთად მოგზაურობის მოყვარულებს ინფორმაციას აფხაზეთზეც აწვდის. პორტალზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის ყველაზე პოპულარული კურორტები გაგრა და ბიჭვინთაა.
პორტალი ყურადრებას ამახვილებს, რომ აფხაზეთს სამხრეთი აღმოსავლეთით საქართველო აკრავს ხოლო ჩრდილო-დასაქლეთით რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარე. შაიზე აღნიშნულია, რომ აფხაზეთი ფაქტობრივად "ადლერის" გარეუბანია (практически это - «окраина» Адлера).
აფხაზეთში მოხვედრის მსუვრელებს რეკომენდაცია ეძლევათ ადლერამდე თვითმფირინავით ჩავიდნენ, ხოლო შემდგომ მგზავრობა ავტობუსით ან სამარშუტო ტაქსით გააგრძელონ.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2003 წლიდან სოჭსა და სოხუმს შორის ელექტრომატარებელი დადის.
"საზღვრის გადაკვეთისთვის აუცილებელია რუსეთის საგუშაგომდე ტრანსპორტიდან ჩამოსვლა და საკონტროლო ზოლის ფეხით გასვლა, დოკუმენტებისა და ბარგის წარდგენა, თან არსებული თანხისა და ნივთების დეკლარირება. შემდეგ უნდა გაიაროთ საკონტროლო გამშვები პუნქტი აფხაზეთის მხარეს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩასხდეთ სატრანსპორტო საშუალებაში", - აღნიშნულია საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
უნდა აღინიშნოს, რომ საიტზე მითითებულია ინფორმაცია, თუ სად უნდა დარეკონ საჭიროების შემთხვევაში აფხაზეთში მყოფმა მოქალაქეებმა. კერძოდ, "აფხაზეთის შსს: ქალაქი სოხუმი. ლაკობას ქუჩა #21. საკონტაქტო ტელეფონებად აღნიშნულია (995 44) 26 39 48; 27 00 44".
საიტი აფრთხილებს აფხაზეთში ჩასვლის მსურველებს, რომ "კრიმინალური ვითარება ქვეყანაში საკმაოდ მშვიდია. გადაადგილება საღამოსა და ღამის საათებში პრაქტიკულად უსაფრთხოა, მაგრამ თანხა, საბუთები და სხვა ღირებული ნივთები სასურველია შესანახად სასტუმროს ან პანსეონის სეიფში ჩაბარდეს".
ინფორმაციაში მითითებულია, რომ აფხაზეთში არ არსებობს სასტუმროების ოფიციალური კლასიფიკაცია და ყველა სანატორიუმი და პანსიონი საბჭოთა პერიოდისადან შემორჩა, თუმცა "ამჟამად მიმდინარეობს მათი სერიოზული რეკონსტრუქცია".
პოტენციურ ტურისტებს აცნობენ ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ აფხაზეთში ფულის ერთეული არის რუსული რუბლი.
აქვე აღნიშნულია იმის შესახებ, თუ რა ღირშესანიშნაობები შეუძლიათ დაათვალიერონ ტურისტებმა აფხაზეთში ვიზიტისას.
"ანტიკური ქალაქების ნანგრევები: სევასტოპოლისი (სოხუმში), ანაკოფია (ახალი ათონი), პიტიუნტა (ბიჭვინთა), IV-V საუკუნეების ბაზილიკები ბიჭვინთაში, განთიადი -ცანდრიპშტში (VI-VIII საუკუნე), ლიხვში (VI საუკუნე), ახალი ათონის მონასტერი, ახალი ათონის მღვიმე, რიწის ტბა" და ა.შ.
რაც შეეხება გართობას, საიტის ინფორმაციით, საკურორტო ინფრასტრუქტურა "ქალაქებში განვითარებულია საკმაოდ კარგად. არის სხვადასხვა საწყლოსნო გართობები, დრაივინგი, რეგულარული ექსკურსიები. ფასები მნიშვნელოვნად დაბალია ვიდრე მაგალითად სოჭში" - იტყობინება ინტერნეტ პორტალი.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსი დღემდე სცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო მისი განუყოფელი ნაწილების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ბელორუსსა და მოსკოვს შორის დღემდე დავის საგნად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსის პრეზიდენტს რუსეთის სახელმწიფოს მეთაურებმა დიმიტრი მედვედევმა და ვლადიმერ პუტინმა არაერთგზის შეახსენეს მიერ მიერ დადებული პირობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, ეს გადაწყვეტილება ლუკაშენკოს ჯერ ჯერობით არ მიუღია.
ასევე წარუმატებლად დასრულდა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების მიზანშეწონილობის განხილვის არაერთი ინიცირების მცდელობა ბელორუსის პარლამენტში. კერძოდ, ბელორუს პარლამენტართა პრორუსულად განწყობილ ნაწილი მთელი გასული წლის განმავლობაში ცდილობდა ამ საკითხის განხილვა პარლამენტის დღის წესრიგში შეეტანა, თუმცა ეს მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად განუხორციელებელი დარჩა.