უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვით, პეტერ სიიარტო საგარეო სამინისტროშია და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ანადგურებს.
„ისინი დოკუმენტებს ანადგურებენ, მაგრამ ეს მათ ვერ დაეხმარება, უბრალოდ მინდა ეს კონტექსტად მოგაწოდოთ უნგრეთში არსებული სიტუაციის შესახებ,“ - განაცხადა მადიარმა.
ამასთან, მადიარმა განაცხადა, რომ მადლობას უხდის ყველა მხარეს მილოცვისთვის და აღნიშნა, რომ მოსკოვმა, კრემლმა და პეკინმა არჩევნების შედეგების მიმართ პატივისცემა გამოხატეს.
„მადლობას ვუხდი ყველას მილოცვებისთვის. ვხედავ, რომ მოსკოვმა და კრემლმა, ასევე პეკინმა განცხადებები გააკეთეს. მადლობას ვუხდი მათ, რომ პატივი სცეს უნგრელი ამომრჩევლების გადაწყვეტილებას და ღია არიან პრაგმატული თანამშრომლობისთვის, როგორც უნგრეთიც. რადგან გეოგრაფია არის გეოგრაფია,“ - განაცხადა მადიარმა.