უდიდესი პატივია, რომ უფლებამოსილება მოგვანიჭეთ, ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, ისტორიაში ყველაზე მეტი ხმით და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავისუფალი, ევროპული და ჰუმანური უნგრეთისთვის ვიმუშაოთ, - ამის შესახებ "ტისას" ლიდერი პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში წერს.
"მადლობა თითოეულ უნგრელს, როგორც სამშობლოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში!
უდიდესი პატივია, რომ უფლებამოსილება მოგვანიჭეთ, ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, ისტორიაში ყველაზე მეტი ხმით და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავისუფალი, ევროპული და ჰუმანური უნგრეთისთვის ვიმუშაოთ. "ტისას" მთავრობა იქნება ყველა უნგრელის მთავრობა.
ყოველდღე და დღის ყოველ საათში ვიმუშავებ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის, ასევე უნგრელი ხალხის კეთილდღეობისთვის", - წერს მადიარი.