ვაშინგტონი ბრიუსელის მიერ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობებს სამარცხვინოდ მიიჩნევს. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვენსმა დასძინა, რომ არ აპირებს უნგრელ ხალხს მიუთითოს, ვის მისცენ ხმა.
„მე მოვუწოდებ ბრიუსელში ბიუროკრატებს იგივე გააკეთონ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მოუსმენს.
„როგორც ვიცი, ერთ კვირაში უნგრეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრის ასარჩევად არჩევნები გაიმართება. რა თქმა უნდა, არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მოუსმენს. ეს ჩემი აქ ყოფნის მთავარი მიზეზი არ არის. მაგრამ, მსურს სიგნალი გავუგზავნო ყველას, პირველ რიგში ბრიუსელში არსებულ ბიუროკრატებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელი ხალხი დაჩაგრონ, რადგან მათ არ მოსწონთ ლიდერი, რომელიც უნგრელ ხალხს იცავს“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.