ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი გაფრთხილებას ავრცელებს, რომ თუ ვაშინგტონი თეირანის „წითელ ხაზებს“ გადაკვეთს, შეერთებულ შტატები და მისი მოკავშირეები რეგიონიდან ნავთობისა და გაზის მიღებას წლების განმვალობაში ვერ შეძლებენ. მედიის ცნობით, განცხადებას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სახელმწიფო ტელევიზიით ავრცელებს.
„რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ თუ ამერიკის ტერორისტული არმია წითელ ხაზებს გადაკვეთს, ჩვენი პასუხი რეგიონის ფარგლებს გასცდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცახდებაში ასევე ნათქვამია, რომ საპასუხო დარტყმებისას მიზანში რეგიონში არსებულ ნავთობის ინფრასტრუქტურას ამოიღებს.
„ამერიკის რეგიონულმა პარტნიორებმა ასევე უნდა იცოდნენ, რომ დღემდე ჩვენ კეთილმეზობლობისთვის დიდ თავშეკავებას ვიჩენდით და გარკვეული ეჭვები გვქონდა შურისძიების სამიზნეების არჩევისას, მაგრამ ყველა ეს ეჭვი მას შემდეგ მოიხსნა“, - ნათქვამია განცხადებაში.