გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტიონიო გუტერეშის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა, რასაც დრამატული გლობალური შედეგები მოჰყვება.
“უფრო ფართო ომის ზღვარზე ვართ, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და მსოფლიოს მასშტაბით დრამატული გავლენა ექნება", - განაცხადა გუტერეშმა ნიუ-იურკში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რომლებსაც ამჟამად საკვებისა და ენერგიის ფასების ზრდასთან გამკალვება უწევთ.
გუტერეშის განცხადებით, ომის დასრულების დროა.
"ჩემი გზავნილი მკაფიოა, აშშ-სა და ისრაელისთვის, ომის დასრულების დროა, რომელიც უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვას იწვევს და უკვე გამოიწვია გამანადგურებელი ეკონომიკური შედეგები. ირანს - დაასრულეთ თქვენს მეზობლებზე თავდასხმები”, - განაცხადა გუტერეშმა.