ხშირად მეუბნებიან, რომ მე პრორუსი ვარ, იმიტომ რომ მქონდა ბევრი შეხვედრა რუსეთში, მაგრამ ასევე მქონდა შეხვედრა მაკრონთან, ტრამპთნ, მე პრომოლდოვური პრეზიდენტი ვარ, - ამის შესახებ მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, მოლდოვის პარლამენტის წევრმა იგორ დოდონმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცახდა.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ჩვენი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების პირველი სხდომაა. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ქართული მხარე დათანხმდა პირველი სხდომა გამართულიყო აქ. ველოდებით ჩვენს ქართველ კოლეგებს მოლდოვის პარლამენტში. ჩვენთვის საინტერესოა რაც ხდება საქართველოში.
ვფიქრობ, რომ გარკვეული საკითხები, რაც შეეხება ეროვნული ინტერესების დაცვას, შესაძლოა გამხდარიყო მისაბაძი მაგალითი ჩვენთვის. გასაგებია, რომ არის მოლდოვის ხელისუფლება, ამჟამინდელი პრეზიდენტი, რომელიც სხვათა შორის, შეეცადა ამ ვიზიტის ბოიკოტრებას.
მმართველი პოლიტიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელი არ არის დელეგაციაში, აქ მოლდოვის ყველა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვართ.
რატომ აუკრძალა მაია სანდუმ? ჩნდება ასეთი შეკითხვა. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო არის სამაგალითო ნაციონალური ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.
ჩვენ ქრისტიანული ქვეყანა ვართ ისევე, როგორც საქართველო, ოჯახური ღირებულებები, ტრადიციები, აქ ბევრი რამაა, რისი სწავლაც შეგვიძლია. ამაზე ვისაუბრეთ. ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს. მოლდოვა ვერ გადარჩება ნეიტრალიტეტის გარეშე. არის პრობლემა დნეპრისპირეთთან, არის სხვა პრობლემები. სხვა ქვეყნებმა უნდა აიღონ ეს მაგალითი.
რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, მაგრამ არის სამი საკითხი, სადაც საქართველოს და მოლდოვის ინტერესები თანხვედრაშია. პირველი ეხება ეკონომიკური სუვერენიტეტის საკითხს, ჩვენ უნდა გვქონდეს მოლაპარაკებები ევროკავშირთან, მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტია ვისთან ვივაჭრებთ.მაგალითად,არ უნდა შევერთებოდით სანქციებს. აი, თქვენ არ შეუერთდით და ეკონომიკური ზრდა 10% გაქვთ; ჩვენ შევუერთდით და მინუს 0,5 % გვაქვს, უკრაინის ომის პერიოდში; მეორე საკითხი, ეს ტრადიიციული ღირებულებებია.თქვენ აქ მკაცრი პოზიცია გაქვთ.
ხშირად მეუბნებიან, რომ მე პრორუსი ვარ, იმიტომ რომ მე მქონდა ბევრი შეხვედრა რუსეთში, მაგრამ ასევე მქონდა შეხვედრა მაკრონთან, ტრამპთან. მე პრომოსდასვლური პრეზიდენტი ვარ", - განაცხადა დოდონმა.
შეგახსენებთ, მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა.