2 აპრილის ღამეს, რუსეთის, ბაშკორტოსტანის დედაქალაქ უფაში, „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა, რასაც ობიექტში მასშტაბური ხანძარი მოჰყვა.
წინასწარი ინფორმაციით, დარტყმა, სავარაუდოდ, ქარხნის ერთ-ერთ მთავარ ობიექტზე მოხდა, რომელიც ნავთობის პირველადი გადამუშავებისთვისაა პასუხისმგებელი.
ბაშკორტოსტანის გუბერნატორმა რადი ხაბიროვმა უფაზე დრონებით თავდასხმა დაადასტურა
„უფაზე დრონებით თავდასხმა. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან მიახლოებისას რამდენიმე დრონი ჩამოვაგდეთ. ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევები ინდუსტრიულ ზონაში ჩავარდა. არავინ დაშავებულა. ამჟამად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძრის ჩაქრობა მიმდინარეობს“, - თქვა მან.
მისივე თქმთ, კიდევ ერთმა დრონმა საცხოვრებელ შენობას დაარტყა, თუმცა არავინ დაშავებულა.