აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ „უკიდურესად ძლიერ დარტყმებს“ მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში განახორციელებს.
„ირანის საზღვაო ფლოტი განადგურებულია. მისი საჰაერო ძალები ნანგრევებად არის ქცეული. ჩვენი ძირითადი სტრატეგიული მიზნები ირანში დასასრულს უახლოვდება,“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები დამოუკიდებელია ახლო აღმოსავლეთისგან, მაგრამ იქ არის თავისი მოკავშირეების დასახმარებლად.
ამავდროულად, ტრამპმა ირანში სამხედრო ოპერაციების გაგრძელების სავარაუდო ვადები დაასახელა.
„მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ჩვენ მათ [ირანს] ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ. ჩვენ მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ, სადაც მათი ადგილია.“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ თუ ირანი არ დათანხმდება შეთანხმებას, აშშ „ძალიან მკაცრად დაარტყამს მათ ყველა ელექტროსადგურს და, სავარაუდოდ, ერთდროულად“.