კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვოლოდიმორ ზელენსკის დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გუშინ უნდა მიეღო.
„რაც შეეხება ორ თვეს, საქმე ორ თვეზე არ არის. ზელენსკიმ დღესვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დონბასიდან უკრაინული ჯარების გასვლასთან დაკავშირებით და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა გასვლის შესახებ“, - თქვა პესკოვმა.
მისი თქმით, დონეცკის ოლქის ტერიტორიიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანის გადაწყვეტილებას შეუძლია „ამ ომის ცხელი ფაზის შეჩერება“.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ რუსები ამბობენ, რომ დონბასს ორ თვეში დაიკავებენ და შესაბამისად, უკრაინას რეგიონის დასატოვებლად ორი თვე აქვს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში, ომი სავარაუდოდ დასრულდება.
„და თუ უკრაინა ორ თვეში არ გავა, რუსეთი დონბასს დაიკავებს და შემდეგ პირობები განსხვავებული იქნება.
ლოგიკური კითხვა: თუ მათი ერთადერთი მიზანი დონბასია, ეს არის ჩემი კითხვა ჩვენი ამერიკელი კოლეგების მიმართ: მაშინ, თუ ისინი შეძლებენ დონბასის აღებას, რატომ ამბობენ, რომ უფრო შორს წავლენ და რომ მოგვიანებით სხვა პირობები იქნება. ანუ, ჩემი აზრით, საკითხი მაინც დონბასთან დაკავშირებით არ დგას“, - განაცხადა ზელენსკიმ.