აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის ნატო-ს „ქაღალდის ვეფხვად“ მიიჩნევდა და ახლა სერიოზულად განიხილავს ალიანსიდან გასვლას.
მან თქვა, რომ დიდი ხანია სკეპტიკურად უყურებს ნატო-ს პარტნიორების სანდოობას.
„ნატო-ს ჩემზე გავლენა არასდროს მოუხდენია. ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი ქაღალდის ვეფხვები იყვნენ. და სხვათა შორის, პუტინმაც იცის ეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა The Telegraph-თან ინტერვიუში.
შეკითხვაზე, გადახედავდა თუ არა აშშ-ის ნატო-ში წევრობის საკითხს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ, მან უპასუხა: „დიაც, ვიტყოდი, რომ ის გადახედვას არ ექვემდებარება“.