აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია არასდროს ყოფილა რეჟიმის შეცვლის მიზანი.
"ახლა მხოლოდ ირანის დატოვება დაგვრჩა და ამას ძალიან მალე გავაკეთებთ. მე ვიტყოდი, ორ კვირაში, შესაძლოა, სამ კვირაში. [ირანში] რეჟიმის შეცვლა უკვე მოხდა. რეჟიმის შეცვლა ჩემს მიზნების სიაში არ შედიოდა. მე ერთი მიზანი მქონდა - მათ არ უნდა ჰქონოდათ ბირთვული იარაღი. და ეს მიზანი მიღწეულია“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.
თეირანთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, ტრამპმა ირანის ახალი ლიდერები „გაცილებით უფრო რაციონალურებად“ შეაფასა.
ჩვენ ვასრულებთ სამუშაოს. გვინდა, ყველაფერი გავანადგუროთ, რაც მათ აქვთ. მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. მოლაპარაკების მაგიდასთან თუ მოვლენ, კარგი იქნება, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, მოვლენ თუ არა. მათ 15-20 წელი დასჭირდებათ იმის აღსადგენად, რაც ჩვენ დავუნგრიეთ“, – განაცხადა ტრამპმა.