სპარსეთის ყურის ქვეყნები შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ ომის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ, ამის შესახებ Associated Press იუწყება.
გამოცემის ცნობით, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები განსაკუთრებით დაჟინებით მოითხოვენ აშშ-ს მიერ ირანზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერებას.
არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ქუვეითისა და ბაჰრეინის წარმომადგენლებმა პირად საუბრებში განაცხადეს, რომ მათ არ სურთ სამხედრო ოპერაციის დასრულება მანამდე, ვიდრე ირანის ხელმძღვანელობაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება ან თეირანის ქცევა მკვეთრად არ შეიცვლება.
გავრცელებული ინფორმაციით, დისკუსიები დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
Associated Press წერს, რომ თეთრმა სახლმა უარი თქვა ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე, თუმცა, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორშაბათს ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები სპარსეთის ყურის რეგიონიდან ირანთან დაკავშირებით ერთსულოვნად მოქმედებენ.