აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობაში „გარკვეული განხეთქილებაა“.
მან ამის შესახებ Good Morning America-ს ეთერში ისაუბრა.
რუბიოს განმარტება სთხოვეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დღევანდელ განცხადებაზე, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულ დისკუსიებს აწარმოებს [ირანის] ახალ და უფრო გონივრულ რეჟიმთან”.
რუბიოს განმარტებით, თუ ირანის სათავეში გონივრული ადამიანები იქნებიან, კარგი ამბავი იქნება მთელი მსოფლიოსთვის.
„და თუ ახლა ახალი ადამიანები იქნებიან სათავეში, რომლებსაც მომავლის უფრო გონივრული ხედვა აქვთ, ეს კარგი ამბავი იქნება ჩვენთვის, მათთვის, მთელი მსოფლიოსთვის. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ მზად იმ შესაძლებლობისთვის, შესაძლოა, იმ ალბათობისთვისაც კი, რომ ეს ასე არ იყოს. “, - განაგრძო მან
ჟურნალისტმა რუბიოს მეტი სიცხადე სთხოვა, რაზეც, მან უპასუხა: „იქ არიან ადამიანები, რომლებიც პირად საუბრებში სწორ რაღაცებს ამბობენ...
„საბოლოო ჯამში, უნდა ვნახოთ, ეს ადამიანები იქნებიან თუ არა ისინი, რომელთაც ძალაუფლება ექნებათ. ნათელია, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც ისე გვესაუბრებიან, როგორც ამას ირანში ძალაუფლებაში მყოფი პირები წარსულში არ აკეთებდნენ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.