ჩვენ მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის აღდგომის დღესასწაულზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა მზადაა ნებისმიერი კომპრომისისთვის, გარდა ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებული კომპრომისებისა
"ჩემი თვალსაზრისით, გულწრფელად რომ ვთქვათ, ნორმალური ადამიანები, რომლებიც პატივისცემით ეკიდებიან სიცოცხლეს, საუბრობენ არა რამდენიმე დღით, არამედ სამუდამოდ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ნებისმიერი კომპრომისისთვის, გარდა ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებული კომპრომისებისა, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე კიევი იღებს სიგნალებს პარტნიორებისგან რუსულ ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შემცირების თხოვნით, მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისის ფონზე.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის არ დაუკონკრეტებია ის პარტნიორები, რომლებისგანაც მსგავსი თხოვნა მიიღო.
„თუ რუსეთი მზადაა, არ დაარტყას უკრაინის ენერგეტიკას, მაშინ ჩვენც არ ვუპასუხებთ დარტყმებით მათ ენერგეტიკაზე. შემოგვთავაზონ ნებისმიერი ვადა - ჩვენ მზად ვართ ამ საკითხის მოსაგვარებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეკითხვაზე შეუძლო თუ არა რუსებმა აღდგომის ზავი გამოიყენონ თავიანთი პოზიციების გასაძლიერებლად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „ისინი 2-3 დღეში ვერაფერს გააძლიერებენ“.
ამასთან, რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ შეკითხვაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გადაიდო, რადგანაც ვაშინგტონი ირანზეა ფოკუსირებული.