ელექტროენერგიის გაძვირება საქართველოს მოსახლეობისთვის, ჩათვალეთ არის ბოლო ლუკმის ამოღება ხალხიდან, - ამის შესახებ “ხალხის პარტიის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომელიც სემეკის სხდომას ესწრებოდა.
მისი თქმით, 1-ელ აპრილს ამ გადაწყვეტილების მიღება იქნება სერიოზული რუსული თაღლითობა და ეს საქართველოს ყველა მოქალაქეს ძალიან დაარტყამს.
"ელექტროენერგიის გაძვირება საქართველოს მოსახლეობისთვის, ჩათვალეთ არის ბოლო ლუკმის ამოღება ხალხიდან. ქვეყანაში სოცუალურად დაუცველთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებლს მიაღწია სწორედ წელს. ამ ვითარებაში, ამის გაკეთება, ჩემი აზრით, არასწორია. სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში, ყოველ კვირას, პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც ახსნა-განმარტებებს იძლევიან სწორედ საქართველოში ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით, სრული ვაკხანალიაა ჰესებთან მიმართებაში. არავითარი დადებითი, გარდა ფსევდომუნიციპალური ფონდების გრანტებისა, არაფერი არ რჩება საქართველოს მოსახლეობას პროექტებიდან, რომელიც ვითარდება ქვეყანაში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც თქვენ ჩვენ გვპირდებით, ქვეყანაში 5 წელიწადში ესა და ეს რაოდენობის ინვესტიცია განხორციელდება, ესე გვეუბნებოდა ზუსტად რომეო მიქაუტაძე. ასე იყო საუბარი ენკას მხრიდან, ნამოხვანჰესთან დაკავშირებით. ეს არის კორუფციაში ჩაძირული სფერო, ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომელიც დაარტყამს საქართველოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს. 1-ელ აპრილს ამ გადაწყვეტილების მიღება იქნება სერიოზული რუსული თაღლითობა, - განაცხადა ანა დოლიძემ.