ირანის შეიარაღებულმა ძალებმა და დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ჰაიფას ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, ინფორმაციით, ბაზანის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისათვის უცნობია, ქარხანას ირანული რაკეტა მოხვდა, თუ ჩამოგდებული ჭურვის ნამსხვრევები.