უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 29 მარტის ღამეს, რუსებმა უკრაინას „კინჟალის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 442 უპილოტო საფრენ აპარატით შეუტიეს, რომელთაგან დაახლოებით 300 „შაჰედის“ ტიპის დრონი იყო.
უკრაინელი სამხედროების წინასწარი მონაცემებით, ჩამოაგდეს და ჩაახშეს მტრის 380 უპილოტო საფრენი აპარატი.
7 ლოკაციაზე დაფიქსირდა 16 დარტყმა, ასევე ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატების (ნამსხვრევების) ჩამოვარდნა 14 ლოკაციაზე.
დღეს დილის მდგომარეობით, შეტევა გაგრძელდა, უკრაინის საჰაერო სივრცეში მტრის რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ფიქსირდებოდა.