გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრი, ბარონი ჯორჯ ფოლკსი "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმიანება და მას უკანონოს უწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ბარონი ჯორჯ ფოლკსი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ოპოზიცონერი პოლიტიკოსი.
„მტკიცედ ვუჭერ მხარს ელენეს და მოვუწოდებ ხელისუფლებას საქართველოში, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი, რადგან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი და მისი დაკავება უკანონოა“, - წერს ბარონი ჯორჯ ფოლკსი სოციალურ ქსელში.