ემანუელ მაკრონს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, რათა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომი დაეგმო, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.
„მან არ დაგმო ისრაელი, როდესაც თეირანში საწვავის საწყობი ააფეთქა, რამაც მილიონობით ადამიანი ტოქსინების ზემოქმედების ქვეშ მოაქცია. მისი ამჟამინდელი „შეშფოთება“ისრაელის მიერ ჩვენს გაზის ობიექტებზე თავდასხმას არ მოჰყოლია, ეს ჩვენს საპასუხო ქმედებას მოჰყვა. სამწუხაროა“, – წერს აბას არაღჩი.
ემანუელ მაკრონმა, კატარის თხევადი გაზის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემდეგ მხარეებს მიმართა, რომ დაუყოვნებლივ დაწესდეს მორატორიუმი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და წყლის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებზე.