ლეიბორისტული პარტიის ოფისში ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შალვა ნათელაშვილთან მსჯელობენ. შალვა ნათელაშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს წარუდგენს ინივატივას იმასთან დაკავშირებით, რომ საპრეზიდენტო და საპარლამანტო არჩევნები საქართველოში გაეროს ეგიდით ჩატარდეს.
საპარლამენტო ოპოზიციის წარომადგენლის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, საინტერესოა შალვა ნათელაშვილის ინიციატივაში არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მთლინად საარჩევნო პროცესი იგულისხმება თუ მარტო კენჭისყრასთან დაკავშირებული პროცედურა.
ბაღათურიას თქმით მნიშვნელოვანია, რომ გაეროს წარომადგენლები მთლიანად არჩევნების პროცესს დააკვირდნენ და არა მხოლოდ კენჭისყრის პროცედურას.
"მოვედით დეტალებზე სალაპარაკოდ, გვაინტერესებს ორი საკითხი თუ რას გვპირდება შტატები და გაერო და მეორე _ გაერო დააკვირდება მხოლოდ არჩევნევის პროცესს თუ მხოლოდ კენჭისყრის პროცედურას. ამაში პრინციპული სხვაობაა", _ განაცხადა ბაღათურიამ.
ლეიბორისტების ოფისში შეკრებას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია ესწრება გარდა ნინო ბურჯანაძისა, ზურაბ ნოღაიდელისა და ლევან გაჩეჩილაძისა.
საპარლამენტო ოპოზიციიდან შეკრებას ჯონდი ბაღათურია და გიორგი თარგამაძე ესწრებიან.