აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კატეგორიულად უარყოფს ქურთული ძალების ირანის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში ჩართვის იდეას. ამის შესახებ ტრამპმა Air Force One-ს ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა. იუწყება The Wall Street Journal
„ომი ისედაც საკმაოდ რთულია დაარ გვინდაიმაზეუფრო მეტად გავართულოთ, ვიდრე უკვე არის“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ქურთების მონაწილეობამ, შესაძლოა, ირანში სამოქალაქო ომი გამოიწვიოს და სხვა ეთნიკური ჯგუფების აჯანყება წაახალისოს.
„დიახ, მე ეს გამოვრიცხე. არ მინდა, ქურთები შევიდნენ. არ მინდა, ვნახო, რომ ქურთები დაშავდნენ ან დაიღუპნენ. მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ისინი მზად არიან, ჩაერთონ, მაგრამ ვუთხარი – არ მინდა, რომ ომში ჩაერთონ. ქურთების ჩართვის გარეშეც, ომიც საკმარისად რთულია”, – აღნიშნა ტრამპმა.