აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ბევრჯერ იყვნენ სამშვიდობო შეთანხმებასთან ახლოს, თუმცა ყოველ ჯერზე ერთ-ერთი მხარე უკან იხევდა.
გარდა ამისა, როგორც თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, პრობლემა ის არის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის უზარმაზარი სიძულვილია.
„იცით, უკრაინა და რუსეთი... შეიძლებოდა გეფიქრათ, რომ მათ შორის რაღაც მეგობრობაა, მაგრამ სინამდვილეში მათ შორის უზარმაზარი სიძულვილია. მათთვის შეთანხმების მიღწევა ძალიან რთულია. ეს ძალიან, ძალიან რთულია. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ“, - თქვა ტრამპმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მხოლოდ ევროპისთვის მონაწილეობს და რომ უკრაინაში ომს „დიდი გავლენა არ აქვს“ შეერთებულ შტატებზე.
„ჩვენ ნამდვილად არ ვაგებთ. ისინი აგებენ. ისინი აგებენ. ეს ჩვენზე დიდად არ მოქმედებს, რადგან ოკეანე გვყოფს. ამას ევროპის სასიკეთოდ ვაკეთებ, სიცოცხლის სასიკეთოდ ვაკეთებ, რადგან ისინი 25 000 ადამიანს კარგავენ. დაფიქრდით, ყოველთვიურად 25 000 ადამიანი. გასულ თვეში 31 000 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად ჯარისკაცები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.