ავლაბარში მდებარე "პარტნიორი რომპეტროლის" ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმა მოხდა.
სადგურის ოპერატორს თავს სამი ნიღბიანი შეიარაღებული პირი დაესხა, რომლებიც სადგურზე უკანა მხრიდან შევიდნენ, მოქალაქე გაკოჭეს და 1 200 ლარი გაიტაცეს.
"პარტნიორი რომპეტროლის" თანამშრომელმა სხეულის დაზიანებაც მიიღო.
უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.