კახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.
გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 20 წლის ზაზა ბედოშვილმა 2010 წლის 26 აგვისტოს 17 წლის ციცინო ქიტაშვილი გაგუდა და შემდგომ ცხედარი ახმეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამარხა.
დაკავებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები