ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ განაცხადა, რომ იგი დიდი ფეხბურთიდან წასვლას აპირებს. 34 წლის ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება თავისი ტრავმებით ახსნა.
რონალდო უკვე მიმდინარე სეზონში აღარ აპირებს თამაშის გაგრძელებას, თუმცა მას მიმდინარე სეზონში თამაშს ბრაზილიურ კლუბ "კორინტიასთან" გაფორმებული კონტრაქტი ავალდებულებდა.
რონალდო სამჯერ იყო წლის საუკეთესო ფეხბურთელი - 1996, 1997 და 2002 წლებში. სულ თავისი კარიერის განმავლობაში მან ბრაზილიის ნაკრებში თამაშის დროს 97 მატჩში 62 ბურთი აქვს გატანილი. ბრაზილიის ნაკრებში თამაშისას იგი ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონი 1994 და 2002 წლებში.