მალაიზიაში, სამართალდამცველების მიერ დაკავებული ერთ-ერთი ქართველის, ბაბუცა გორდაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განუცხადა, პროცესი 12 თებერვალს გაიმართა, თუმცა იმის გამო რომ ეს დღეს უქმეებს დაემთხვა, სამინისტრო მის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 12 თებერვლის პროცესზე საქმის არსებითი განხილვა ვერ მოხდებოდა, ვინაიდან ბოლო ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც სასამართლო ელოდება, ჯერ კიდევ არ არსებობს", - განმარტა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორ მოქალაქე ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიელმა სამართალდამცველებმა ოქტომბერში, ნარკოტრეფიკის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული დანაშაული ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით ისჯება. საქმეში გადამწვეტი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა იქნება, რის შედეგადაც დადგინდება, იცოდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეებმა, რომ მალაიზიაში სურათების ნაცვლად ნარკოტიკული საშუალება გადაჰქონდათ.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამტკიცებენ, რომ ნარკოკარტერის სქემას ემსხვერპლნენ