ხვალ, 14 თებერვალს, 11:00 საათზე სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი და თურქული კომპანია "Umut Insaat" გურჯაანის 70 საწოლიანი საავადმყოფოს პროექტის პრეზენტაციას წარადგენს. პრეზენტაცია "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება.
აღნიშნული პროექტი სახელმწიფო ჰოსპიტალური რეფორმის ფარგლებში ხორციელდება.
პრეზენტაციას წარუძღვება ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი გიორგი კვირიკაძე.
აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, ეროვნული ბანკის და მთავრობის წარმომადგენლები.