შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროსაბჭოს კომისარ თომას ჰამერბერგს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ვარძელაშვილმა განუცხადა, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ტირძნისიდან გატაცებულ მოზარდებს უკავშირდებოდა.
მისივე განმარტებით, საუბარი ომის შემდეგ რაონში არსებულ ვითარებასაც შეეხო.
დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე ვარძელაშვილმა და ჰამერბერგმა ასევე ლამისყანიდან გატაცებულ ქართველებზეც ისაუბრეს, რომლებიც უკვე ორ თვეზე მეტია სეპარატისტთა ტყვეობაში რჩებიან.
ჰამერბერგის მტკიცებით, ის დაკავებული ქართველების გასათავისუფლებლად ძალისხმევას არ დაიშურებს.