ბაქტერიული მენინგოკოკცემიის დიაგნოზით ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში დღეს 2 წლისა და 5 თვის ბავშვი მიყვანეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საავადმყოფოს ექიმებმა განუცხადეს.
მათივე თქმით, ბავშვს სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნება და მისი მდგომარეობა ჯერ-ჯერობით ძალიან მძიმეა. დაავადებული მანამდე იაშვილის სახელობის რესპუბლიკურ საავადმოფოში იმყოფებოდა.