ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 36 წლის ხათუნა ბექაურმა რესტორან "კაიაში" ყაზახეთის მოქალაქეს საფულე მოპარა, რომელშიც ოცი ათასი აშშ დოლარი იდო.
პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევიდან მესამე დღეს აიყვანეს.
ხათუნა ბექაურის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია მოპარული თანხა 19 700 აშშ დოლარი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 6 დან - 10 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები