თბილისის 163-ე სკოლაში, რომელიც ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონის პირველ კვარტალში მდებარეობს, სასწავლო პროცესი აღდგა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" 163-ე სკოლაში განუცხადეს.
სკოლაში სწავლის პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც მეექვსე კლასის მოსწავლეს H1N1 ვირუსი აღმოაჩნდა. ვირუსის აღმოჩენის გამო სკოლაში, 27 ნოემბერს სწავლა შეწყდა და სადეზინფექციო სამუშაები ჩატარდა.
მათივე განცხადებით, დაავადებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოსწავლე ამ დროისთვის სახლში მკურნალობს. სადეზინფექციო სამუშაოები სკოლამ თავისი ძალებით ჩაატარა.