საქართველოში თავისუფალი სასამართლო სისტემა არ არსებობს. ამის შესახებ დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ პრლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, დეპატებზე განაცხადა.
"ხალხი ვერ პოულობს სამართალს სასამართლოში. მაგალითად, 2009 წელს სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული 18 534 პირის მიმართ და გამამართლებელი განაჩენი დადგა მხოლოდ 18 პირზე, ანუ 1000-იდან ერთი კაციც კი ვერ იმართლებს თავს სასამართლოში. მართლმსაჯულება შემოსავლის წყაროდ გადაიქცა და ბიუჯეტის დიდი ნაწილი საპროცესო შეთანხმებებით ივსება. კატასტროფულად გაიზარდა პატიმართა რიცხვი და პატიმართა რაოდნობის მიხედვით ევროპაში საქართველო პირველ ადგილზეა, რუსეთის შემდეგ", - აღნიშნა ბაღათურიამ.
ამასთან, დებუტატის თქმით, ქვეყანაში 140 ათასზე მეტი პრობაციონერია და მათი აბსოლუტური უმრავლესობა წვრილი, საშულო ან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები არიან, ანუ ხალხი, რომელიც უნდა ქმნიდეს მატერიალურ დოვლათს და სამუშო ადგილებს.
"ქვეყანაში სასტიკი მეთოდებით ხელახლა არბევენ და სდევნიან დევნილებს. მემორიალთან სცემენ და არბევენ ვეტერენებს. მედიის უდიდესი ნაწილი თქვენს სამსახურში იმყოფება, ხოლო მცირე ნაწილი, ვინც არ გემსახურებათ, სასტიკ დევნას განიცდის. სად არის დაპირებული დემოკრატიის ახალი ტალღა?" - აღნიშნა ბაღათურიამ.