ხვალ, 12 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "ერთა თასის" ტურნირის მეორე ტურში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა "ლოკომოტივის" სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.
პირველი ტურის შეხვედრები 5 თებერვალს გაიმართა. "ლოკომოტივის" სტადიონზე საქართველოს ნაკრებმა უკრაინა 62:3 დაამარცხა. პირველ ტურში რუსეთმა სტუმრად ესპანეთი დაამარცხა ანგარიშით 28:24. პურტუგალიამ კი რუმინეთს უმასპინძლა და 24:17 მოუგო.
მეორე ტურში რუსეთი პორტუგალიას უმასპინძლებს, ხოლო უკრაინა რუმინეთი. "ერთა თასის" ტურნირში სულ 6 გუნდი მონაწილეობს.
როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიჩარდ დიქსონი აღნიშნავს, "ერთა თასის" თამაშები გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ძირითადი ბირთვის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც 2011 წლის მსოფლიო თასზე იმონაწილევებს.