ენერგოვაუჩერების შემდეგ სახელმწიფო სასურსათო ვაუჩერებსაც დაარიგებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტის წინაშე წლიური საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განმარტებით, სასურსათო ვაუჩერების დარიგება მარტიდან დაიწყება და ის 30-ლარიანი იქნება.
"მარტის თვიდან, საქართველოს ყველა ოჯახი, თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, იმავე პრინციპით, როგორც ენერგოვაუჩერის შემთხვევაშია, 30-ლარიან სასურსათო ვაუჩერებს მიიღებს. ეს არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც შეგიძლიათ ბანკში გაანაღდოთ და ამის ნაცვლად აიღოთ პირდაპირ 30 ლარი", - განმარტა სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, ენერგოუვაუჩერების მსგავსად, სასურსათო ვაუჩერების მფლობელებსაც საშუალება ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, ის უფრო მეტად გაჭირვებულ ოჯახებს გადასცეს.
სააკაშვილის შეფასებით, ვაუჩერების პროგრამით სახელმწიფო მოსახლეობისთვის გაძვირებული ცხოვრების სიმძიმის შემცირებას ცდილობს.