დიდი ბრიტანეთი „მშვიდობის საბჭოს“ შესახებ შეთანხმებას ხელს რუსეთის მონაწილეობის გამო არ მოაწერს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს აშშ-ის პრეზიდენტის 20-პუნქტიან გეგმას ღაზასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა
შეკითხვაზე, შეუერთდება თუ არა ბრიტანეთი „მშვიდობის საბჭოს“, კუპერმა უპასუხა, რომ ხუთშაბათს ბრიტანეთი „შეთანხმების ხელმომწერებს შორის არ იქნება“..
„წინ უზარმაზარი სამუშაოა. ჩვენ დღეს ხელმომწერებს შორის არ ვიქნებით. რადგან ჩვენ ვსაუბრობთ იურიდიულ ხელშეკრულებაზე, რომელიც გაცილებით ფართო საკითხებს წარმოშობს და ასევე შეშფოთებული ვართ პრეზიდენტ პუტინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობით, როდესაც ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს იმისა, რომ პუტინი უკრაინაში მშვიდობის მიმართ თავის ვალდებულებებს შეასრულებს. და გულწრფელად რომ ვთქვათ, ზუსტად ამაზე უნდა ვისაუბროთ“, - თქვა მან.
კუპერმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს არ გამოუჩენია სურვილი, „მოვიდეს და დადოს ეს შეთანხმება და სწორედ აქ უნდა იყოს ახლა ზეწოლა“.
„თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო დისკუსიებს, მათ შორის ჩვენს მოკავშირეებთან“, - დასძინა მან.