"ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში ყურძნის იმპორტი არ განხორციელებულა", - ასეთი განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა "ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადების პასუხად გააკეთა.
ბაღათურიამ აგრარული კომიტეტის სხდომაზე განცხადა, რომ საქართველოში შესანახი მეურნეობები არ არსებობს და მეღვინეობის ქვეყანაში ზამთარში ყურძნის იმპორტი სომხეთიდან ხორციელდება. ბაღათურია ამბობს, რომ ხელისუფლებამ შესანახი მეურნეობების შესაქმნელად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც საბოლო ჯამში დარგის დივერსიფიცირებას მოახდენს.
კვეზერელი კი აცხადებს, რომ ქვეყანაში რამდენიმე შესანახი მეურნეობა უკვე აშენდა.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში ყურძნის იმპორტი არ განხორციელებულა", - განაცხადა კვეზერელმა.