მგონია, რომ მეუფე იაკობი, საერთოდ, სასულიერო პირები პოლიტიკურ განცხადებებს ამ დონეზე არ უნდა აკეთებდნენ და ბრალს არ უნდა სდებდნენ რომელიმე მხარეს, - საქართველოს პარლამენტის პირველუ ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი მეუფე იაკობის ქადაგებას ეხმიანება.
"მგონია, რომ მეუფე იაკობი, საერთოდ, სასულიერო პირები პოლიტიკურ განცხადებებს ამ დონეზე არ უნდა აკეთებდნენ და ბრალს არ უნდა სდებდნენ რომელიმე მხარეს, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეს. ორივე მხარეს უნდა მოუწოდებდნენ ერთობისკენ და უნდა იქნენ მოწოდებული, რათა განსაცდელი აარიდონ ქვეყანას როგორც "მამაო ჩვენოშია" ნათქვამი. თუმცა, არქიმანდრიტმა კვარაცხელიამ დამაბრალა, რომ თურმე მე "მამაო ჩვენოც" არ ვიცი. ძალიან ცუდია, რომ არქიმანდრიტი იქნება თუ ეპისკოპოსი იქნება, თუ სასულიერო პირი ან არასასულიერო პირი იქნება, რომელიც კონფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ვერ ხედავს იმ მზაკვრულ გეგმას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ დასახეს და ამ მზაკვრულ გეგმაში ერთ-ერთი სერიოზული აქტი, ერთ-ერთი სერიოზული მიმდინარეობაა საზოგადოების გახლეჩვა. ზრთა სხვადასხვაობა უნდა იქნას განხილული პარლამენტში და არა ქუჩებში, მითუმეტეს, თუკი მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან ადამიანები. არ შეიძლება, მოლოტოვი კოქტეილის მსროლელი მხარეს დადგე და თქვა, რომ საზოგადოება ხელისუფლებამ გახლიჩა", - განაცხადა ვოლსკი.
მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა: "გვეყო, ერთმანეთი აღარ დავჭამოთ. რაღაც შეცდომებს გვპატიობს ქრისტე, ჩვენ ის მაინც გავაკეთოთ - დავუძახოთ მაინც და დაველაპარაკოთ. მთავრობამ და ეკლესიამ ერთად დავუძახოთ. რამდენი წელია ვიძახით - შევრიგდეთ, შევრიგდეთო და ხან ვინ გამოხტება და ხან ვინ. ერთმანეთს როგორ მიმართავენ ხომ?! მოვითხოვიოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ, თუ ვინ არ წავა ამაზე ყველა ვნახავთ, ვის უნდა და არ უნდა მშვიდობა. არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება, ეს ველურობაა".