დღეს, 30 ნოემბერს, არასაპარლამენტო ოპოზიცია "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეიკრიბება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ლეიბორისტული პარტიიდან" აცნობეს, ოპოზიციონერ ლიდერებს 13:00 საათისთვის ელოდებიან.
შეხვედრის დეტალები არ კონკრეტდება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ რადიკალურ ოპოზიციად მონათლული პოლიტიკური უმცირესობა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებს.
შალვა ნათელაშვილმა თავისი პარტიის ოფისში ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მიიწვია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შეკრებაზე მისვლას ნინო ბურჯანაძე არ აპირებს.