აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ რვა ევროპული ქვეყნისთვის ტარიფების დაწესება აუცილებელი იყო ეროვნული საგანგებო სიტუაციის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ Politico იუწყება.
„ეს პრეზიდენტის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ეს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაა. და მას შეუძლია გამოიყენოს აშშ-ის ეკონომიკური ძალა ცხელი ომის თავიდან ასაცილებლად. რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს?“ - აღნიშნა ბესენტმა.
მისი თქმით, გრენლანდიის დაცვა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ის აშშ-ის ნაწილი იქნება.
„და თუ ის აშშ-ის ნაწილი იქნება, მისი დაცვა საჭირო არ იქნება“, - თქვა მან,
სკოტ ბესენტს ჰკითხეს, რითი იქნება განსხვავებული აშშ-ის მი"ერ გრენლანდიის ანექსია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისგან.
„მჯერა, ევროპელები გაიგებენ, რომ ეს საუკეთესოა გრენლანდიისთვის, საუკეთესოა ევროპისთვის და საუკეთესოა შეერთებული შტატებისთვის“, - განაცხადა ბესენტმა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპი სტრატეგიულად მოქმედებს.
„პრეზიდენტი ტრამპი სტრატეგიულად მოქმედებს. ის შორს იყურება. ის წელსაც და მომავალ წელსაც განიხილავს, თუ რა შეიძლება, მოხდეს არქტიკულ ბრძოლაში. ჩვენ არ გადავცემთ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას აუთსორსინგით. ჩვენ ჩვენი ნახევარსფეროს უსაფრთხოებას სხვა ქვეყნებს აუთსორსინგით არ გადავცემთ“, – აღნიშნა ბესენტმა ინტერვიუში.