დღეს, 30 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება მოხდება.
შეგახსენებთ, რომ "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებათა პაკეტი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტში წარმოდგენილ პარტიას ცესკოში მხოლოდ 30 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერის წარდგენას ავალდებულებს, ისე როგორც იმ პარტიებს, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენელი ჰყავთ.
"საარჩევნო კოდექსის" მოქმედი რედაქციით, პოლიტიკურ სუბიექტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 50 000 მხარდამჭერის ხელმოწერის შემდეგ ენიჭებათ.