სასიყვარულო ურთიერთობები გორში მკვლელობის მიზეზი გახდა.
27 წლის ქეთი კახნიაშვილი ჯონი ქოჩხიანმა იარაღის ერთი გასროლით მოკლა.
თვითმხილველთა თქმით, ქოჩხიანი კახნიაშვილს ცოლად გაყოლას სთხოვდა, უარის თქმის შემდგე კი ყელის არეში ესროლა. გოგონა კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ამის შემდეგ ქოჩხიანმა თავის მოკვლა სცადა, თუმცა მისი გასროლა საბედისწერო არ აღმოჩნდა.
ეჭვმიტანილი გადარჩა და ახლა უკვე გორის საავადმყოფოში იმყოფება.