„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭო და პარტიის აქტივი 27-30 ნოემბერს დაბა ბაკურიანში გაფართოებულ შეხვედრას მართავს. ჯამდება 2008 წლის 23 ნოემბრიდან დღემდე პარტიის ერთი წლის მუშაობის შედეგები, მსჯელობენ ქვეყანაში შექმნილ ურთულეს ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე.
ამასთან „დემოკრატიული მოძრაობის" წევრებს 27 ნოემბრიდან დაბა ბაკურიანში „ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) ორგანიზებით ტრეინინგები უტარდებათ.
30 ნოემბერს „დემოკრატიული მოძრაობის" აქტივის მუშაობაში პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ჩაერთვება. დასკვნით შეხვედრაზე პარტიის აქტივი თავმჯდომარესთან ერთად სამომავლო მოქმედებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს შეაჯერებს
მასალის გამოყენების პირობები