ქუთაისში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის ხელმძღვანელობით თვითმმართველ ერთეულთა გასვლითი სხდომა ჩატარდა.
შეხვედრის მიზანი 2010 წელს განხორციელებული პროექტები და შედეგები შეაჯამეს. ასევე განიხილეს თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობის ანალიზი.
მონაწილეებმა სამომავლო გეგმების შესახებაც იმსჯელეს და პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრეს.
შეხვედრას, რომელიც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა, პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაცარია, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, მაღალმთიანი რეგიონებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე მამუკა აბულაძე და საქართველოს რეგიონების თვითმმართველ ერთეულთა სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.