31 დეკემბრის ღამეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ძალებმა იაროსლავის ოლქში ნავთობბაზაზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების განმარტევით , ნავთობის საცავი რუსეთის რეზერვების სისტემის ნაწილია და განკუთვნილია საწვავის დიდი მოცულობის შესანახად.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ უკრაინის უსაფრთხოების ძალების დრონის დარტყმის შემდეგ, ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.