31 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6963 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.12 თეთრით გაუფასურდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.91 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1646ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 2.27 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6219 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.28 თეთრი შეადგინა.