აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა შესაძლოა კვირას, 28 დეკემბერს გაიმართოს. ამის შესახებ გამოცემა Kyiv Post წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გარდა ამისა, გამოცემის დიპლომატიური წყაროები ამბობენ, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრის პოტენციური ადგილი შეიძლება იყოს ამერიკელი პრეზიდენტის მარ-ა-ლაგოს რეზიდენცია ფლორიდაში.
„ვიზიტი შესაძლოა 28 დეკემბერსაც შედგეს, „თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა“, - წერს გამოცემა.
„სამშვიდობო გეგმის“ კონტექსტში, აშშ-სა და ევროპის ძალისხმევის კოორდინაციაში ჩართულმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა Kyiv Post-ს განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის მაიამისა და ფლორიდაში ბოლო დროს გამართული მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ ამჟამად „ფრთხილი ინტრიგების“ ატმოსფერო სუფევს.
„კონკრეტიკის დონე უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე გვინახავს. თუმცა, ყველაზე რთული საკითხები - უსაფრთხოების გარანტიები,აღსრულების უზურუნველყოფა და რუსეთის სამართლებრივი ვალდებულებები კვლავ გადაუჭრელი რჩება“, - თქვა წყარომ.
შეგახსენებთ, მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ტრამპთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ.