საზოგადოებას არ გაუკვირდება, თუ ძალოვანი სტრუქტურები ბოლომდე დაადასტურებენ და დაადგენენ, რომ ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა ანტისახელმწიფოებრივ, კრიმინალურ ქმედებაში, რომელიც პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის სახით განხორციელდა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, აქამდე არსებული ყველა მტკიცებულება მის ბრალეულობაზე მიუთითებს.
„არც ის არის გასაკვირი, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების ჩინოსანი კვლავ შეეცადოს, რევანშს მიაღწიოს ძალადობრივი მოქმედებებით და ამაში აქტიური როლი ჰქონდეს. გამოძიებას და სასამართლოს განაჩენს დაველოდებით, რომელიც ვფიქრობ, ბაჩო ახალაიას სასარგებლო არ იქნება. აქამდე არსებული ყველა მტკიცებულება მის ბრალეულობაზე მიუთითებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.