საკონსალტინგო კომპანია "დელოიტმა" მსოფლიოს უმდიდრესი საფეხბურთო გუნდები დაასახელა. ყველაზე მდიდარი კლუბი მადრიდის "რეალია", რომლის ქონებაც 438,6 მილიონ ევროს შეადგენს. "რეალის" ქონება 2009 წელთან შედარებით, 2010 წელს 9.2 პროცენტით გაიზარდა.
მეორე ესპანური საფეხბურთო გრანდის "ბარსელონას" ქონება 398.1 მილიონ ევროს შეადგენს. ეს მაჩვენებელია მსოფლიოში მეორეა. "ბარსელონას" ქონება გასულ წელს 4.2 პროცენტით გაიზარდა.
მსოფლიოში ყველაზე მდიდარ კლუბებს შორის მესამე ადგილზეა "მანჩესტერ იუნაიტედი" - 349.8 მილიონი ევრო. 2010 წელს "მანჩესტერმა" ქონებამ 2.4 პროცენტიანი ზრდა განიცადა.
გთავაზობთ უმდიდრესი კლუბების ათეულს:
1. "რეალი" - 438.6 მილიონი ევრო (ზრდა 9.2%)
2. "ბარსელონა" - 398.1 მლნ ევრო (+ 4.2)
3. "მანჩესტერი" - 349.8 (+ 2.4)
4. "ბაიერნი" - 323 მილიონი ევრო (ზრდა 7.3%)
5. "არსენალი" - 274,1 მლნ. ევრო (+0.002%)
6. "ჩელსი" - 255.9 მლნ. ევრო (+1.5%)
7. "მილანი" - 235.8 მლნ. ევრო (+15.4%)
8. "ლივერპული" - 225.3 მლნ. ევრო (- 0.002%)
9. "ინტერი" - 224.8 მლნ. ევრო (+10%)
10. "იუვენტუსი" - 205 მლნ. ევრო (- 3.1%)